LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდიანი: ,,ორგანიზმი კორონავირუსით მეორედ ინფიცირებას ბევრად უკეთ მომზადებული ხვდება”

1153
guardiancorona

ბრიტანული გამოცემის ,,გარდიანის” ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ადამიანი კორონავირუსს დაამარცხებს, მისი იმუნური სისტემა დასუსტებულია, თუმცა “ბე” და “ტე” იმუნური უჯრედების საშუალებით ვირუსის შესახებ ინფორმაცია იმუნურ მეხსიერებაში ინახება. შედეგად იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კორონავირუსი მეორედ დაემართა, იგი ვირუსს გაცილებით იოლად გადაიტანს, ვიდრე პირველად.

ნიუ იორკის როკფელერის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ კოვიდინფექციის დამარცხების შემდეგ პაციენტების იმუნურმა სისტემამ არა მხოლოდ დაიმახსოვრა ვირუსი, არამედ გააუმჯობესა დამცავი ანტისხეულების ხარისხი და გაზარდა მათი რაოდენობა იმ შემთხვევისათვის, თუ ინფიცირება მეორედ მოხდება.

როკფელერის უნივერსიტეტის მოლეკულური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და კვლევის ავტორის, მაიკლ ნუსენცვაიგის თქმით, ესძალიან კარგი სიახლეა. ,,ჩვენ ველით, რომ ადამიანთა რაც შეიძლება დიდ რაოდენობას გამოუმუშავდება ანტისხეულები.

ნუსენცვაიგის თქმით, ინფექციაგადატანილი ადამიანების უმეტესობას ორგანიზმში საკმაოდ მძლავრი ანტისეულები რჩება, რომლებიც საკმაოდ კარგა ხანს დაიცავს მათ და სწორედ ამიტომაც, კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები ძალიან იშვიათია.

ბევრი წინა კვლევა უჩვენებს, რომ ინფექციის დამარცხებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ სისხლში ანტისხეულების რაოდენობა ბევრად იკლებს, თუმცა შესაძლოა მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხი აღმოჩნდეს. როკფელერის უნივერსიტეტისმკვლევარებმა 87 კოვიდგადატანილი პაციენტის მონაცემებზე დაკვირვებით დაასკვნეს, რომ 6 თვის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა მცირდება, თუმცა დარჩენილი ანტისხეულები ძალიან ძლიერია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთგვარ “მძინარე”  მდგომაროებაშია, რეინფიცირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააქტიურდებიან.

მიუხედავად იმისა,რომ ცნობილი ჯერჯერობით კვლევის წინასწარი შედეგებია და ის ოფიციალურად გამოქვეყნებული არ არის, პროფესორი ნუსენცვაიგი ძალიან იმედიანადაა განწყობილი და მიაჩნია, რომ ანტისხეულების შესწავლის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება საერთო ჯამში ანტისხეულების მოქმედება, თუმცა ისინი ექვს თვეში სრულიად არ ქრება და გაცილებით დიდხანს დაგვიცავს, შესაძლოა წლების განმავლობაშიც” – აცხადებს პროფესორი.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g