LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გარდიანმა” 2018 წლის საუკეთესო სიმღერების რეიტინგი გამოაქვეყნა (ვიდეო)

song-of-summer-2018

,,გარდიანმა” 2018 წლის ტოპ 100 სიმღერა დაასახელა. რეიტინგის პირველ ადგილს, ინგლისური გამოცემის მუსიკალური კრიტიკოსების ვერსიით, Childish Gambino-ს This Is America იკავებს. სიმღერა, რომელიც ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის, რასიზმის, დისკრიმინაციისა და სხვა აქტუალური პრობლემების შესახებ მოგვითხრობს, ცალკე სინგლად 5 მაისს გამოიცა.

სიის მეორე პოზიციაზე ჟანელ მონეს Make Me Feel , მესამეზე კი არიანა გრანდეს No Tears Left to Cry მოექცა. საინტერესოა, რომ 26 წლის ვარსკვლავი საუკეთესო ათეულში მეორედაც მოხვდა. ახალგაზრდა შემსრულებლის Thank U, Next მეექვსე ადგილზე დასახელდა ეს კი მაშინ, როცა ტრეკის რელიზი 3 ნოემბერს შედგა.

ჩამონათვალს რობინი აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ შვედი მომღერალი, რვა წლიანი პაუზის შემდეგ გამოშვებული, მერვე სტუდიური ალბომის ორი სინგლით, Honey და Missing U რეიტინგის მეოთხე და მერვე პოზიციებზე განთავსდა.

ხუთეულს ფრანგი მუსიკოსის, Christine and the Queens-ისა და Dâm-Funk-ის დუეტი Girlfriend ხურავს, რომელიც სიმღერის Damn, dis-moi ინგლისური ვერსიაა.

,,გარდიანის” 2018 წლის საუკეთესო სიმღერების 100-ეული ასეთია:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები