ლიბერიის დროშით მცურავმა გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გამოავლინეს.
მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანს 65 000 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურებაც.
ლიბერიის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვებს.