LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხზე ინფორმაციას ავრცელებს

137
შავი ზღვის წყლის მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს განუწყვეტლივ, ყოველთვიურად, 12 წერტილში ატარებს.

კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები. შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება.

ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

პოპულარულები