LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარკვეული ჯგუფებისთვის მედიკამენტების ფასები მცირდება

73

გარკვეული ჯგუფებისთვის მედიკამენტების ფასები მცირდება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შემდეგ ამ კატეგორიას დაემატება შშმ პირები და პენსიონერები.

„დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დაფუძნდეს ახალი ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანაა, რომ გაზარდოს მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.

ასეთი მოდელი საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ სოციალური პორექტი, ერთის მხრივ მწარმოებელმა, რადგან ეს უკვე განსხვავებულ პლატფორმაზე დაფუძნებული კომპანია იქნება, მნიშვნელოვანი ფასდაკლებები გააკეთოს და ამისი მაგალითი ჩვენ გვაქვს იგივე ც ჰეპატიტზე, მეორეს მხრივ, დისტრიბუცია-მარკეტინგში სახელმწიფომ მიიღოს ჯანსაღი მონაწილეობა და მნიშვნელოვნად შეამციროს ხარჯები, მესამე ეს არ იქნება მომგებიანი ორგანიზაცია, არამომგებიანი იქნება, შესაბამისად, მოგების კომპონენტი ნულს მიუახლოვდება,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, მიმდინარე პროექტი, რომელიც შარშან დაიწყო, ემსახურება 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველებს, მათ უზრუნველყოფს 23 მედიკამენტით, არაუმეტეს 1 ლარის ღირებულებით.

„გაფართოება პროგრამის იქნება, რომ მოსარგებლეებს დაემატებიან პენსიონერები და შშმ პირები, თუმცა ამ ეტაპზე წამლის გაცემა სამწუხაროდ, 1 ლარად არ მოხდება, მაგრამ ამოცანაა, რომ მაქსიმუმ ნახევარი დახარჯონ, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტზებზე. იმედი მაქვს, მაისის ბოლოსკენ ან ივნისის დასაწყისში, პენსიონერებზე და შშმ პირებზე დაემატება მეორე ტიპის მართვის დიაბეტი, გულის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები