LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარშემო ფრთხილად ისადგურებს სიცარიელე – ლანა ღოღბერიძე მეგობარს ემშვიდობება

405
ფორტუნა - 2023-04-28T220314.148

რეჟისორ ლანა ღოღობერიძეს მეგობარი გარდაეცვალა, რომელთანაც მესამე კლასიდან მეგობრობდა.

ლანა ღოღობერიძე წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გული ლორთქიფანიძე მისი ძველი მეგობრებიდან ერთ -ერთი უკანასკნელი იყო.

ლანა ღოღობერიძე მეგობარს ლექსით ემშვიდობება.

„რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა გული ლორთქიფანიძე, მესამე კლასიდან ჩემი მეგობარი, ერთ-ერთი უკანასკნელი.

ირგვლივ ბინდია

ირგვლივ ბინდია, გათენების წყურვილით სავსე,
რაღაც თავდება, უსასრულო თუ წამიერი…
მიდიან ასე, მეგობრები მიდიან ასე,
გარშემო ფრთხილად ისადგურებს სიცარიელე.
სიბერე – მწუხრი. შეუცნობი გატყდება თავზე
და სადღაც შორით ილანდება დასალიერი…
მეგობრები კი უხმაუროდ მიდიან ასე –
გულში გროვდება სიცარიელე.
გზა ცხოვრებისა – ვიწრო თუ ფართო,
და დედამიწა – მდუმარე და უკაცრიელი.
მიმოიხედავ, მეგობრებმა დაგტოვეს მარტო.
სამყარო შთანთქა სიცარიელემ.
სიცარიელე.

… 2023 წელი“, – წერს ლანა ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები