LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გარყვნილების მარში არ ჩატარდება!” : რადიკალური ჯგუფები მოწოდებას ავრცელებენ

102
kacuri kacebi

5 ივლისის „თბილისის პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები რუსთაველის გამზირის გაკონტროლებას აპირებენ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე, “ალტინფოს” წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ დილიდან „აიღებენ რუსთაველს“ და “ღირსების მარშს” ჩაშლიან.

„ვაცხადებთ მობილიზებას, ყველა ჩვენგანი გაკეთებს ყველაფერს, რათა ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს და მაგ ლოკაციიდან ვაპირებთ, რომ მთელი რუსთაველი ავიღოთ, გავაკონტროლოთ, არანაირი გარყვნილების პროპაგანდა არ ჩატარდება. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს და ვუგზავნით ძალიან მკაფიო მესიჯს საქართველოს ხელისუფლებას“,- განაცხადა ზურა მახარაძემ.

„ღირსების მარშის“ ჩასაშლელად მობილიზებას აცხადებენ – “ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მამულიშვილები”, “ჩოხოსანთა საზოგადოება”, მოძრაობა “ეროვნული მასმედიისთვის” პედაგოგთა ასოციაცია „განათლება და ზნეობა “ ბიზნესასოციაცია “სოლიდარობა” საზოგადოება “დავითიანი”, “ალტინფო”, საზოგადოებრივი მოძრაობა “ერი”, “ქართული იდეა” , “ქართული მისია” და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g