LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გასაოცრად უპასუხისმგებლო და ზარმაცი ერი ვართ. ოღონდ ფული გვინდა.. ბიზნესების დადანაშაულება, რომ ხელფასი დაბალია, არასწორია“ – გოგა ბერიძე გასაუბრებაზე მომხდარ ინციდენტებს იხსენებს

4580
BeFunky-collage (5)

მარკეტინგული სააგენტო echolize-ის დირექტორი, გოგა ბერიძე კადრების ნაკლებობასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოთქმულ წუხილს ეხმაურება და ვრცელ პოსტში, არაკვალიფიციური კადრების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას.

ამასთან, გოგა ბერიძე იმ დამოკიდებულებისა და მიდგომის შესახებ წერს, რომელსაც სამსახურის მსურველი კანდიდატები CV-ის შედგენისა თუ გასაუბრების დროს იჩენენ.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“არაპოპულარული აზრი

ბოლო პერიოდში სარესტორნო ბიზნესი რომ აწუწუნდა კადრების პრობლემა გვაქვსო და თითქოს ხალხიც სწორედ ამას ელოდაო, ზვავივით რომ წამოვიდა კომენტარები: “xelfasebi gazardeed”, “daafased shromaa” და ა.შ.

მაინტერესებს რომელიმე HR-ი თუ ხართ და ოდესმე კადრების აყვანა თუ დაგჭირვებიათ, მაინც იგივე აზრზე ხართ?

ქვეყანაში წარმოუდგენლად დიდი პრობლემაა მუშაობის სურვილის არ მქონე ხალხის.

წლებია გასაუბრებებს ვატარებ. ჯერ ხომ საკმაოდ ნორმალური ანაზღაურების და პირობების მქონე ვაკანსიის გამოცხადებისას პოზიციასთან რელევანტური მაქსიმუმ 10 CV-ს ვიღებთ. და იმ 10-დან 5-ს ისე აქვს რეზიუმე შედგენილი 10 წუთიც რომ არ დაახარჯა.

ინგლისური შრიფტით ქართული სიტყვები, სურათი სუფრიდან, გრამატიკა გაუპატიურებული… მოკლედ მუშაობა უნდა (ვითომ), ანაზღაურებაც საკაიფო უნდა, CV-შიც კარგად ჩაუწიკწიკებია მონაცემებში “დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა”, მაგრამ 10 წუთი რატომღაც არ დაახარჯა რეზიუმეს.

მეილიც [email protected]დან მოგდის.

დანარჩენ 5-ს რომ დაიბარებ და გეტყვიან რომ მოვალთო 3 არ მოდის (არც წინასწარ გაფრთხილებს, *ლეზე არ კიდია?).
დარჩენილი ორიდან 1 ნახევარი საათით აგვიანებს (ამ დროს სივში “პუნქტუალური” უწერია) და არც ის გაფრთხილებს. ან შეიძლება დაქალთნ ერთად მოვიდეს, ოღონდ ის დაქალიც მოჰყვება შიგნით, განა მოსაცდელში ელოდება.

თუ გაგიმართლა და ის ერთი მაინც აიყვანე აღმოჩნდება, რომ რაც გასაუბრებაზე მუშტები ირტყა მკერდში მე ასეთი და ისეთი ვარო ყველაფერი პირიქითაა.

“აბა შემთხვევით ხომ არ გვემუშავაა” ტექსტებით უნდა მიმართო სამუშაო დროს, რომ დადოს ტელეფონი სადაც ბილიარდს თამაშობს ან ინსტაგრამს სქროლავს. ამ დროს ალბათ ისეთი სახით შემოგხედავს, იფიქრებ, ხომ არ შეგეშალა და ბილიარდის მოთამაშის პოზიციაზე ხომ არ გყავდა მართლა აყვანილი.

არადა დეტალურად გაქვს ახსნილი როდის რა არის გასაკეთებელი. კონკრეტული თასქები გაქვს მიცემული და მაინც, მანამ არ გაანძრევს ხელს სანამ “შენ გენაცვალე შენ შემოგევლეთი” არ სთხოვ, რომ ის გააკეთოს რაშიც შენი კუთვნილი ფული უნდა გაუყო თვის ბოლოს.
იმას რომ თავი დაანებო, რომ მეილის გამართულად დაწერა არ შეუძლია და 5 წელი ისე იმუშავა, რომ Google sheets-ს არ გაუგია და გუგლ დრაივს ვერ პოულობს სადაა და ვერც გუგლავს თან, ისეთი უნარებიც შენ უნდა ასწავლო, როგორიცაა ნაგვის მაგიდაზე არ დატოვება, სხვის ნივთს რომ უკითხავად იღებ უკან მაინც დაბრუნება, ტუალეტში მოსაქმების მერე ჩარეცხვა (მართლა მქონდა 2 ასეთი შემთხვევა.

სახლში არ რეცხავდა და სამსახურშიც მექანიკურად ავიწყდებოდა) და ა.შ. და ამ დროს შენ ამას ხელფასს უხდი.

ფაქტობრივად ჩვილი ბავშვი გყავს გასაზრდელი, რომელსაც მის გაზრდაზე დახარჯულ კოლოსალურ დროს რომ თავი დაანებო, აქეთ კიდე ფული უნდა უხადო.

შენ ამ დროს ხან დანიელ პინკის, ხან დეილ კარნეგის, ხან ბრაიან ტრეისის წიგნებს უზიხარ, ხან ქოუჩინგის ტრენინგებს გადიხარ და მოტივაციის ფსიქოლოგიას სწავლობ, რომ როგორმე თანამშრომელი მოხოდო და მამოტივირებელი გარემო შეუქმნა.

იმას კიდე სულ *ლეზე ახატიხარ შენი წიგნებიან ტრენინგებიანად.

არ იფიქროთ, რომ რომელიმე ერთ ან სულ რამდენიმე შემთხვევაზეა საუბარი.

ვერ დავთვლი იმდენი ასეთი კადრი შემხვედრია მხოლოდ მე. და ალბათ არც სხვა კომპანიები არიან უკეთეს დღეში.

ხოდა მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მარტო ბიზნესების დადანაშაულება, რომ ხელფასი დაბალია, არასწორია.
კი, ზოგან დაბალია. ზოგან კი მაღალი.

მაგრამ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს მართლა არ უნდა მუშაობა, როგორი მოტივაციაც არ უნდა შეუქმნა.
გასაოცრად უპასუხისმგებლო და ზარმაცი ერი ვართ. ოღონდ ფული გვინდა.

პ.ს. მე ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ინდომებს, საკუთარი თავის განვითარებაზე სტაბილურად მუშაობს და მის კვალიფიკაციასთან შესაბამის ანაზღაურებას რაც მისი დონის საშუალო კადრის ხელფასია ქვეყანაში მაგის მიახლოებულს მაინც ვერ იღებს. ტყუილია ეგ. ვგულისხმობ ქართული ეკონომიკიდან გამომდინარე. თორემ ეგრე ნიუ იორკში ტაქსისტის საშუალო ხელფასი 5K დოლარია.

კი ბატონო, საქართველოში ზოგადად უფრო დაბალი ხელფასებია ვიდრე ამერიკაში ან ისრაელში, მაგრამ რესტორნის მფლობელი მურთაზას ბრალი ეგ ნაკლებადაა, უფრო გლობალურია პრობლემა”, – წერს მარკეტინგული სააგენტო echolize-ის დირექტორი, გოგა ბერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები