იაპონიის გასართობი პარკი მსურველებს ღამის გასათენებლად კაფსულებში ეპატიჟება. პორტალ „Simplemost”-ის ინფორმაციით, ეს სიზმარი არ არის და მოტივტივე სასტუმროში ღამის გათენებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. კაფსულები 2 ან 4 ადამიანზეა გათვლილი და მათ პირდაპირ ზღვაში მოათავსებენ. მცურავი ოთახების საბოლოო დანიშნულება იქნება უკაცრიელი კუნძული, სადაც მთავარი თავგადასავალიც დაიწყება.
პროექტის ავტორთა განცხადებით, ტერიტორია სხვადასხვა ატრაქციონებითა და გასართობი აქტივობებით იქნება სავსე. დამსვენებლებს განძის პოვნა და უკაცრიელი ტერიტორიიდან სამშვიდობოს გაღწევაც მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო იდეის რეალიზება 2017 წლის ბოლოს დაიწყება.