LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაშლეგებულებს შორის არჩევანს მხოლოდ იმიტომ ვერ გავაკეთებ ვინ რომელი ფერის დროშას აფრიალებს, ვიდრე ერთნაირები იქნებით არანაირი უპირატესობა არ გაგაჩნიათ ერთს მეორეზე“ – გიორგი სუხიტაშვილი

319
გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რითაც საზოგადოებაში გავრცელებულ აგრესიას ეხმაურება.

„ამიტომ არ ვარ არსად, ამიტომ არ მესმის ბევრი რამე, ამიტომ ვარ ჩემთვის შეყუჟული, ამიტომ დავდივარ ჩუმად, უცხოებს არ ვუყურებ თვალებში.

აგრესია, აგრესია, აგრესია, აგრესია…

ვცდილობ არავის მოვედო ფეხებში, ვაკეთო ჩემი საქმე ისე როგორც შემიძლია…

ბოდიშს გიხდით რომ ვისურვე ადამიანებისგან ადამიანური მოქმედება…

ჩემს ახლო გარემოცვაშიც ძალიან ბევრი გაფრენილი მყოლია…

დავეტევი ჩემს ნაჭუჭში და ნუ მომი**ნავთ ტვინს აქ რატომ არ ხარ, იქ რატომ არ ხარ, ამაზე რატომ არ ამბობ და იმაზე რატომ არ ამბობო.

გაშლეგებულებს შორის არჩევანს მხოლოდ იმიტომ ვერ გავაკეთებ ვინ რომელი ფერის დროშას აფრიალებს, ვიდრე ერთნაირები იქნებით არანაირი უპირატესობა არ გაგაჩნიათ ერთს მეორეზე.

ვინც ჩემთან ხართ მირჩევნია იყოთ აქ, ვინც არ ხართ თქვენით დამეხსენით, არ მინდა 160 000 გამომწერი, მინდა 160 000 ადამიანური და ადეკვატური ადამიანი ❤️

ჩემებო მიყვარხართ, არავისზე არ ვაპირებ ბევრ ჩიჩინს უკურნებელი სენი სჭირთ, სიძულვილი…

დაწერეთ ვინ ხართ ჯერ ისევ შემორჩენილი ამ კუნძულზე ❤️“, – წერს გიორგი სუხიტაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g