LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასულ 48 საათში, ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებებისთვის რამდენიმე პირი დაჯარიმდა

147
201707251037271941357609

შრომის ინსპექცია დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე მონიტორინგს აგრძელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 48 საათში უწყებამ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისსა და მის შემოგარენში ფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის 5 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დააჯარიმა. მათგან 3 ფიზიკურ პირს სანქცია სოციალური ღონისძიებების ორგანიზების მიზნით, ფართის იჯარით გადაცემის საფუძველზე დაეკისრა, ერთი ფიზიკური პირის კუთვნილი ფართი კი, დაილუქა.

23-25 აპრილს შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, ზედამხედველობა სულ 194 ობიექტზე განახორციელა.

შეგახსენებთ, ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირისთვის 2 000, ხოლო იურიდიული პირისთვის – 10 000 ლარს ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g