LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასული წლის ბოლოს 2400 ლარზე მეტი ხელფასი საქართველოში 178000 ადამიანს ჰქონდა – PMCG

239
ხელფასი

2022 წლის ბოლოს საქართველოში იმ ადამიანების საშუალო რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ, 893 ათასს შეადგენდა. ინფორმაციას ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრი შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, აქედან 195 ათას ადამიანს 0-599 ლარი ჰქონდა. წინა კვარტალთან შედარებით 16 ათასით არის ეს რიცხვი შემცირებული, რაც 7.5%-ით შემცირებას ნიშნავს.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, III კვარტალში ყველაზე მეტი საშუალოდ 268 ათას პირს 1200-2399 ლარის კატეგორიაში ჰქონდა ხელფასი. წინა კვარტალთან შედარებით დაახლოებით 20 ათასით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთა ხელფასის ოდენობა 2400+ ლარის კატეგორიაში იყო.

რაც შეეხება 2021 წლის III კვარტალს, 0-599 ლარი მიმღებთა რიცხვი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით დაახლოებით 43 ათასით არის შემცირებული. ამას გარდა, 2021 წლის III კვარტალში 600-1199 ლარის კატეგორიაში ყველაზე მეტი 262 ათასი ადამიანი იღებდა ხელფასს, მაშინ როცა 2022 წლის შესაბამის პერიოდში ყველაზე მეტ ადამიანს [268 ათასი] 1200-2399 ლარის კატეგორიაში ჰქონდა.

2022 წლის დეკემბერის მონაცემებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 16.1%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g