LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასული წლის ზაფხულის სეზონის ანალოგიურად, წლევანდელი სეზონიც ჩავარდება – ტურიზმის სექტორში პესიმისტური მოლოდინია

116
33d884e93ce971ac6c5168e33ea8d031-770x532

სავარაუდოდ, საქართველო ე.წ მწვანე ქვეყნის სტატუსს კიდევ 3-6 თვე ვერ დაიბრუნებს. როგორც „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ამბობს, მწვანე სტატუსზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მასიური ვაქცინაცია არ დაწყებულა.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა, მწვანე სტატუსს უახლოესი 3–6 თვის განმავლობაში ვერ მივიღებთ, რაიმე სახის მასშტაბურ ტურიზმის ძვრებზე საუბარი ზედმეტია. ჩემი აზრით, გასული წლის ზაფხულისა და ზამთრის სეზონის ანალოგიურად, მომდევნო ზაფხულის სეზონიც ჩავარდება. ჯერ პოზიტიური მოლოდინების წინაპირობა არ გვაქვს“, – ამბობს „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ასათაშვილი. მისივე თქმით, ფრენები ოფიციალურად აღდგენილია, თუმცა რეისების განახლებას დიდი დრო დასჭირდება.

ცნობისთვის, გუშინ ამავე თემაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც. ამირან გამყრელიძის თქმით, “მწვანე ზონის” სტატუსამდე ჯერ არ მიგვიღწევია.

„დიახ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ყველა მაჩვენებლით „მწვანე ქვეყნის” სტატუსი გვქონდა. აქ ითვლება რამდენიმე მაჩვენებელი – ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე ყოველდღიურად და შემდეგ მისი საშუალო ითვლება 7-დან 14 დღის განმავლობაში; სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე; დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ვეყრდნობით და ე.წ. ზღვარი 4%-ზე გავატარეთ. საერთაშორისო პრაქტიკით, როდესაც დადებითობის 5%-ზე დაბლა ჩამოდიხარ, ითვლება, რომ ეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკა გაქვს და თანდათან შეგიძლია შემსუბუქების პოლიტიკაზე იფიქრო; ასევე, მნიშვნელოვანია საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი; რეანიმაციებში და სასუნთქ აპარატებზე მყოფ ადამიანთა რაოდენობა; ყველა ამ მაჩვენებლით ჩვენი ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, მაგრამ ის, რაც გვქონდა სექტემბრამდე, როდესაც სრულად „მწვანე ზონა” ვიყავით, ჯერჯერობით, ამისთვის არ მიგვიღწევია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 1-ლი თებერვლიდან მოიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g