LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გატაცება პოლიტიკური მოტივით? – „დახმარებას მთხოვდა, მეუბნებოდა, რომ იტაცებდნენ“

204
გატაცებული

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან 19 წლის ბიჭი გაიტაცეს.

ზაქრო კუსრაშვილი „ევროპული საქართველოს“ პარტიის წევრის შვილია.

როგორც დედა, ნინო გალახვერიძე, “ფორმულასთან” აცხადებს, ის მომხდარს საკუთარ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

ახალგაზრდა დღეს, დაახლოებით 1 საათის წინ გაუჩინარდა.

დედის,  ნინო გალახვერიძე ინფორმაციით, დაახლოებთ 2 დღის წინ ზაქრო კუსრაშვილთან იმყოფებოდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ნინო გალახვერიძე ვარაუდობს, რომ სავარაუდო გამტაცებლები “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ადგილობრივები არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ კუსრაშვილების საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით მივიდნენ და ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან გაიყვანეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი ის სახლში ანერვიულებული დაბრუნდა.

დღეს ნინო დალახვარიძის ტელეფოზე მისი შვილის ზარი შევიდა, სადაც ის დედას დახმარებას სთხოვდა და ეუბნებოდა, რომ მას იტაცებენ.

მომხდართან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა „ევროპული საქართველოს“  ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დააკისრა და სამართალდამცველებს მოქმედებისკენ მოუწოდა.

როგორც “ფორტუნას” შსს-დან აცნობეს, გამოძიება დაწყებულია 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g