თბილისიდან ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილს, 25 წლის მამაკაცს თავს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დაესხნენ და გაიტაცეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
“კურიერის” ინფორმაციით, ისინი გამოსასყიდის სახით 3 მილიონს ითხოვდნენ.
არსებული იფნრომაციით, სპეცოპერაცია წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჩატარდა. სამართალდამცველებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრები უკვე დააკავეს.
„კურიერის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გამოჰკითხეს შს სამინისტროში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის დეტალებზე საგანგებო ბრიფინგი 20 საათზე ჩაინიშნა. უწყებაში მომხდარზე კომენტარს ბრიფინგამდე არ ავრცელებენ.