კანადაში შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკინგი „ლექსუსების“ გასაჩერებელ ადგილად აქციეს. ქალაქ კალგარის აეროპორტში, “Lexus”-ის მარკის ავტომობილების მფლობელებისთვის სპეციალური ადგილები შექმნეს. თუმცა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული ტერიტორია წარსულში შშმ პირებისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამიტომ, სიახლემ ნამდვილი სკანდალი გამოიწვია და აეროპორტის ადმინსიტრაციას ოფიციალური ბოდიშის მოხდაც დასჭირდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, აეროპორტის ტერიტორია „ლექსუსს“ სარეკლამო კამპანიისთვის სჭირდებოდა და თუ რატომ შეჩერდა არჩევანი მაინცდამაინც შშმ პირების პარკინგზე – უცნობია. აეროპორტის ადმინისტრაციამ ყველაფერი გაუგებრობას მიაწერა და მისი სასწრაფოდ გამოსწორების პირობაც დადო.