ცხელი ზონიდან, უკრაინიდან ახლად ჩამოსული შონ პონი ახლა აშშ-დან აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას. ამჯერად 61 წლის მსახიობმა და რეჟისორმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ შონ ჰენიტის შოუში ისაუბრა. ის ამერიკის მხრიდან უკრაინის უფრო აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს.
შონ პენი კვლავ ცხელ ზონაშია – მსახიობი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლვოვში ჩავიდა
„გაუგზავნეთ უკრაინას გამანადგურებელი F-16, რათა დაეხმაროთ ზელენსკის პუტინის არმიის დამარცხებაში“, – ამბობს პენი
მისი აზრით, 500 მილიონი დოლარი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ უკრაინა უზრუნველყონ საჭირო იარაღით.