LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე, ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

114
Untitled design (1)

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე, ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ.-მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.

მ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

პროკურატურის ცნობითვე, ასევე, ა.ა.-ს გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს.

მას ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ჩემი შვილი მოკლულია, მისი სხეული ფანჯრიდან გადააგდეს: თბილისში დაღუპული ყაზახი გოგოს დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g