ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის დაკავებას სოციალურ ქსელში დედა სიდონია ეხმაურება.
იმის შიშით რომ, “ნაცი” არ ვეგონოთ და პრობლემებს გავურბივართ, ყველა დუმს და ბრაზი გვაღრჩობს ამდენი შერჩევითი სამართლის შემყურეთ.
დიახ, პოლიციაზე თავდასხმა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, მაგრამ, ეს იმის ფონზე როცა მისი შვილის მკვლელი დაუსჯელია?
… რა მნიშვნელობა აქვს მთავრობა “აწამებს” ადამიანებს თუ, უუნარო მთავრობით უკონტროლო საზოგადოებაში მომრავლდება დანაშაული, ჩაგვრა, ცილისწამება, აგრესია, მკვლელობები.
P.S. ნაცების დროს, ნაცების დროსო ამდენი წელი “ნაცების” ხსოვნით ვცხოვრობთ.
გაუსაძლისი გახდა ეს ქვეყანა. დიახ, აქვს ახლანდელ მთავრობას რიგი უპირატესობების, მაგრამ, სადაც პროგრესი და განვითარება არ არის, იქ წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება.
ის რომ, დღეს რაც ხდება არ მომწონდეს რა კავშირშია “ნაცებთან” – წერს დედაო
https://www.facebook.com/pippilottaviktualia.langstrump.3/posts/2321187491443127