ბორის ჯონსონმა, რომელიც კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებასაც შემოდგომაზე გეგმავს, მიღწეულ შედეგებზე საუბრისას პუტინის აგრესიის წინაააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება.
“ნება მომეცით, ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
რა თქმა უნდა, უზომოდ ვამაყობ ამ მთავრობის მიღწევებით: „ბრექსიტის“ დასრულება, პანდემიიდან თავის დაღწევა, ვაქცინის უსწრაფესი გავრცელება ევროპაში, „ლოკდაუნის“ ყველაზე სწრაფი დასრულება და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ დგომა“, – განაცხადა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი მთავრობიდან 60-მდე ადამიანის წასვლა.
გადადგომების სერია სამშაბათს საღამოს დაიწყო და პროცესი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით, რადგან აღმოჩნდა, რომ მას დაავიწყდა, რომ პინჩერის მანამდე ჩადენილი “არასათანადო” ქცევის შესახებ მის დანიშვნამდე ინფორმაცია მიაწოდეს.
BBC: ჯონსონი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას დატოვებს…პრემიერად კი შემოდგომამდე დარჩება
