LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საფრთხეში არ აღმოჩნდეს არც ერთი ჩვენი მოქალაქე” – გადაიწევს თუ არა არდადეგები ბაღებსა და სკოლებში

260
pjimage

“ჯერ არ განვიხილავთ, რომ 16 მარტის შემდეგაც გადაიდოს სასწავლო პროცესი”, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ საჭირო გახდება, სასწავლო პროცესის დაწყების დრო გადაიხედება.

“ჯერ არ განვიხილავთ, რომ 16 მარტის შემდეგაც გადაიდოს სასწავლო პროცესი, ამას გვიჩვენებს სიტუაცია. ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება დადგება, და ნებისმიერი ადამიანი, მოსწავლე თუ სტუდენტი დადგება ჯანმრთელობის რისკის ქვეშ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საფრთხეში არ აღმოჩნდეს არც ერთი ჩვენი მოქალაქე. შესაბამისად, იმ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რასაც მოგვცემს ჯანდაცვის სამინისტრო”, – აცხადებს დგებუაძე.

ეკატერინე დგებუაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბაღებსა და სკოლებში, მუდმივად ხორციელდება სადენზიფექციო სამუშაოები.

კორონავირუსის გამო სკოლებში ნაადრევი არდადეგები დაიწყო

„იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება."

“სკოლების დიდი ნაწილს აქვს მუდმივად დადებული ხელშეკრულება ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ დეზინფექციას ყოველთვიურად. მეორე ის, რომ სკოლები მზად არიან კონტრაქტები გააფორმონ და პროცესი მიმდინარეობს. განათლების სამინისტრო მზად არის, საჭიროების მიხედვით შესაბამისი თანხა გამოყოს”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, უნივერსიტეტებში, ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი 16 მარტამდე გადაიდო. საქართველოში დღეს “კოვიდ 19”-სი მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულია 44 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

“თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება იყოს თვითიზოლაციაში, მოვუწოდებ ყველას მოერიდოს ასეთ ადამიანებს” – პაატა იმნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g