LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გავათბოთ ერთმანეთი ზამთრის ცივ დღეებში” – საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით ,,ქოუთს” გაიმართა

336
BeFunky-collage

,,გავათბოთ ერთმანეთი ზამთრის ცივ დღეებში” – სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ორგანიზებით რიგით მე-10 წლიური საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით ,,ქოუთს” გაიმართა.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვებისთვის ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელები შეაგროვეს.

„2 წელია, რაც  ჩართული ვარ ამ პროექტის ორგანიზებაში. ვაგროვებთ ბავშვებისთვის ტკბილეულს, სათამაშოებს და ზამთრის ტანსაცმელს. წელს “ნიუ სქულის” მონაწილეობით პროექტს სამი ახალი კომპანია შეუერთდა: ბარამბო, ნიკორა და რადიოჰოლდინგი “ფორტუნა”. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავათბოთ ერთმანეთი ზამთრის ცივ დღეებში“- აცხადებს აქციის ორგანიზატორი ანა დოლიძე.

ტრადიციას საფუძველი ათი წლის წინ ჩაეყარა. წლევადელ აქციაში აქტიურად ჩართულია თბილისის 14 სკოლა, 11 კერძო და 3 საჯარო. გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში ქველმოქმედებაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და კომპანიებიც მონაწილეობდნენ.

შარშანდელი აქციით ორგანიზატორებმა 350-ზე მეტი მზრუნველობა მოკლებული ბავშვის დახმარება შესძლეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა საიუბლიეო მეათე წელთან დაკავშირებით, რომელიც ტრადიციულად რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა, ბავშვებისთვის არაერთი სიურპრიზი მოამზადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g