ჯონ ტრავოლტასა და პრინცესა დაიანას ვალსი თეთრ სახლში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია ამერიკელი და ბრიტანელი ხალხის მეგობრობის ისტორიიდან. ყოფილმა მეგობრებმა 1985 წელს რეიგანების მიერ მიწყობილ მეჯლისზე იცეკვეს, სადაც პრინც ჩალზსა და პრინცესა დაიანას უმასპინძლეს. ეს იყო ლეიდი დის პირველი ვიზიტი თეთრ სახლში, ჯონ ტრავოლტა კი ასევე იყო მიწვეული მიღებაზე, როგორც იმ დროის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი: „ჩვენ მხოლოდ 15 წუთი შევხდვით და ეს წუთები არასოდეს დამავიწყდება“-იხსენებს ტრავოლტა.
ამ დღეს ლეიდი დის ულამაზესი შავი კაბა ეცვა, რომლის ავტორი ვიქტორ ედელშტაინია, თუმცა ეს ბევრმა არ იცის. ის დღეს ,,ტრავოლტას კაბის” სახელითაა ცნობილი. ამის შემდეგ დაიანას შავი კაბა კიდევ რამდენჯერმე ეცა. კაბა გადასაყიდად 1997 წელს თავად დაინამ გაიტანა და 3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შიდსთან ბრძოლის ცენტრში გადარიცხა.




