„რუსთავი 2“- ის გადაცემა „შუადღე“ რამდენიმე წლის წინ ინტერნეტსივრცეში პოპულარულ ბავშვებს, ბექას და მარის ესტუმრნენ.
ბავშვობის მეგობრები ამბობენ, რომ ხასიათით დიდად არ შეცვლილან და ისეთები არიან, როგორც რამდენიმე წლის წინ იყვნენ.
„2019 წელს გადაიღეს ჩვენზე სიუჟეტი და ხალხს ძალიან შევუყვარდით. ქუჩაში ყველა გვცნობდა, გვაჩერებნენ. მას შემდეგ გავიდა ექვსი წელი. გავიზარდეთ, მაგრამ ისევ მეგობრები ვართ. გავიზარდეთ, მაგრამ ეს არ დასერიოზულდა მაინც“, – ამბობს ბექა.
ბექას შეფასებას მარიც დაეთანხმა.
„ნამდვილად არ შევცვილვართ საერთოდ, ეს ისევ სერიოზულია და მე ცელქი ვარ“, – ამბობს მარი.
მეგობრებს შორის სახალისო დიალოგი გაიმართა.
ბექა:
– მე მაშინაც სიმპატიური ვიყავი.
-მარიზე რას იტყვი?
-მარიც, კი.
-აუ, მარიც, რას ნიშნავს?
– კი – მეთქი, ვთქვი, რომ მარიც სიმპატიურია.
