LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, თელავში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

52
34

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თელავში, კერძო საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

აფეთქების შედეგად, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებული სახლის მეორე სართულის ჭერი ჩამოინგრა და ჩაიმსხვრა ფანჯრის მინები.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ოჯახის სამი წევრი, მათგან ერთს სხეულზე დაზიანებები აქვს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, ქალს ფეხი აქვს მოტეხილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აფეთქების შედეგად ქუჩაზე მდგარი მსუბუქი ავტომობილიც დაზიანდა. ადგილზე სამაშველო მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.

მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფოტო მთავარ სლაიდზე: გიორგი ალადაშვილი, რადიო თავისუფლება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g