“მე გავრილოვი არ ვარ”, — ამ სლოგანით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები პარლამენტთან სოლიდარობის აქციას გამართავენ. ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაცია სასაზღვრო ზონაა.
“დაიღალე პუტინისგან? დაისვენე საქართველოში”, — წერია ფეისბუქივენთის დახასიათებაში, სადაც რუსულენოვანი პირები წერენ, რომ მათ უყვართ საქართველო. აქციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მხარს უჭერენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.