LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია გაერთიანდა „ნაციონალური მოძრაობის“ კალთის ქვეშ და ცდილობენ ტემპერატურის აწევას – გავრილოვის განცხადებები პირდაპირ ემთხვევა მათ კონტექსტს: ლადო ბოჟაძე

133
1545641671-1539337928-ლადო-ბოჟაძე

„გავრილოვის ეხლანდელი განცხადებები პირდაპირ ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის კონტექტს“,-ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” იბრალებს პროდასავლურობას.

„სამწუხაროა რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იბრალებს პროდასავლურობას, ებრძვის ყველაფერ პროდასავლურს ჩვენს ქვეყანაში – კანონის უზენაესობას და დასავლურ ღირებულებებს“,-განაცხადა ანალიტიკოსმა.

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ამ საქმით ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევას.

„ოპოზიცია გაერთიანდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კალთის ქვეშ და ცდილობენ ტემპერატურის აწევას. ნიკა მელიამ თავის დროზე გირაოც გადაიხადა, სამაჯურიც მოიხდინა და ეთანამშრომლებოდა პროკურატურას, სასამართლო სისტემას. პირველ ნოემბრამდე ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. რა მოხდა პირველ ნოემბერს? ოპოზიცია ელოდებოდა, რომ საზოგადოებისგან ექნებოდა მხარდაჭერა, რომ არჩევნები გაყალბდა, ელდოებოდა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას. რადგან ეს საკითხი ამოიწურა, მოძებნეს ახალი მიზეზი, რითაც შეუძლიათ მათი აზრით ტემპერატურის აწევა“,-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ შედეგი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მელიას დაკავების სანქცია გაიცა, დაანონსებულია, რომ იქნება წინააღმდეგობა. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g