გაზეთი რეზონანსი ავტოსაგზაო შემთხვევებით დაინტერესდა და ამ თემასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 1/3-ით გაიზარდა. ამის მიზეზად კი გამოკითხვის მონაწილეები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ.
სტატიაში მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით 2011 წელს საქართველოში 4486 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელმა 6000-ს მიაღწია. ”ავტოსაგზაო შემთხვევებში 2014 წელს სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო 839-მა ბავშვმა, რაც 2012 წლის მონაცემებს 28 პროცენტით აღემატება, ანუ ყოველ 24 საათში ავარიის გამო ზარალდება 2 ბავშვი.” – ნათქვამია სტატიაში.
მოსახლეობა ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ არაერთგვაროვან მოსაზრებებს გამოთქვამს.
გიორგი მესხი 30 წლის: ”ავტოსაგზაო შემთხვევები გაიზარდა იმიტომ, რომ ყველას მართვის მოწმობას აძლევენ. დაიზეპირებენ ბილეთებს, ავტომობილის დაქოქვას ისწავლიან და მართვის მოწმობაც ჯიბეში უდევთ. ეს არის დღევანდელი მძღოლის სახე, რომელიც მოსიარულე ნაღმია. პატრულიც დარღვევის ფაქტებზე ხშირად ხმას არ იღებს”
ნათია ლეჟავა 43 წლის: ”ხშირად ავარიებს მძღოლებს აბრალებენ, არადა, უმეტესად ქვეითები არიან დამნაშავე. ზოგმა ქუჩაში სიარული არ იცის. შუქნიშანზე არ ჩერდებიან, ტროტუარზე არ დადიან… მართალია, ბევრჯერ გადაჭედილია ტროტუარი ავტომობილებით, მაგრამ როცა თავისუფალია, მაინც არ კადრულობენ ასვლას და შუა ტრასაზე დადიან”. – ნათქვამია სტაიაში.
ვრცელი სტატია შეგიძლიათ იხილოთ გაზეთ რეზონანსის ყოველდღიურ გამოცემაში.