LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზეა

187
sascrafo-1

თბილისში, მესხის ქუჩაზე მხუთავი არის დაგროვების შედეგად მოწამლული 22 წლის ბიჭი კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი და დღეს გამთენიისას დაიღუპა. ექიმებმა მისი გაადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

“32 წლის, ქალი, სავარაუდოდ, ნახშირბადის მონოქსიდის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით შემოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკული, 17:45 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ასევე, შემოიყვანეს მისი 22 წლის ძმა, რომლის მდგომარეობაც ასევე იყო კრიტიკული, ის გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე,მოვათავსეთ რეანიმაციულ განყოფილებაში, რის შემდეგაც პაციენტი, ოჯახის წევრების მოთხოვნით, სხვა კლინიკაში გადაიყვანეს,” -განაცხადა ექიმმა მაია თოფჩიშვილმა.

როგორც ცნობილია, ბინა, სადაც ახალგაზრდები ცხოვრობდნენ გაქირავებული იყო.

მომხდართან დაკავშირებით “თბილისი ენერჯიმ” განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბინაში აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაჭრეს, თუმცა ის ხელმეორედ, კუსტარულად ისევ დაამონტაჟეს. ბინაში სამი ღიაკამერიანი გაზის გამაცხელებელი გამონაბოლქვის გამწოვი მილების გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი (CO) ბინაში გროვდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g