LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზით გარდაცვლილი 7-ვე პირი ახალგაზრდა მამაკაცია

gazifoto-1

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი ნახეს, – ინფორმაცია ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა ცნობილია, რომ გარდაცვლილებიდან ყველა ახალგაზრდა მამაკაცია, რომლებსაც ქეთევან წამებულის ქუჩის 67 ნომერში ბინა ქონდათ ნაქირავები.

კახა ლაბუჩის ინფორმაციით, გარდაცვლილია 7 ახალგაზრდა, 7-ვე მამაკაცი. ჯერჯერობით მათი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.

ისნის რაიონის გამგებელი ამ ეტაპზე სავარაუდო მიზეზე არ საუბრობს.

წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალება არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g