LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზვიადებულია ხელისუფლების შეფასება, როდესაც ამბობენ, რომ თუ შევუერთდებით სანქციებს საქართველოს ეკონომიკა ჩამოიქცევა: გიორგი კეპულაძე

191
untitled-design-2021-11-12t164756.337-2021-11-12_16-48-00_515714

რა სახის ეკონომიკური გავლენა ექნება და როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხო სანქციების შედეგები ? – ამ თემაზე “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ხედვა, რომ ის არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, გაზვიადებულია.

“სანქციების დაწესება პოლიტიკური საკითხია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენს ეკონომიკაზე მაინც იმოქმედებს.

გაზვიადებულია ხელისუფლების შეფასება, როდესაც ამბობენ, თუ შევუერთდებით სანქციებს საქართველოს ეკონომიკა ჩამოიქცევა და პრობლემები შეგვექმნება.

პრობლემები  შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით.

აღნიშნული სანქციების პირობებში, საქართველოს წელს 600 მილიონი დოლარი დააკლდება, რაც გამოწვეულია იმით, რომ რუსეთში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი. 2013 წლიდან მოყოლებული “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი დაწინაურებულიყო, როგორც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი.

არაფერი საგანგაშო იმაში, რომ ჩვენ რუსეთთან ნაკლები ეკონომიკური ურთიერთობა გვექნება არ არის. ეს გარკვეულ პერიოდში შექმნის პრობლემებს, უფრო მეტად ექსპორტიორებს, ტურისტულ სექტორს, მაგრამ ყველაფრის დაბალანსება შესაძლებელია.

ეს არ არის საგანგაშო, ეს დაახლოებით 5-6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ზიანი მოგვაყენა პანდემიამ. ამ ყველაფრის ანაზღაურება შესაძლებელია ეკონომიკის უფრო მეტად დივერსიფიცირებით. სარისკო ბაზრებზე ნაკლებად დამოკიდებულებით.

მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ცივილიზებული სამყაროს გვერდით, რომელთა დახმარების იმედი ყოველთვის გვექნება. ეს არის გარანტი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების”, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

საქართველოში მოქმედი 22 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართვს და მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს როგორც უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, ასევე ღიად დაუჭიროს მხარი დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

ამას გარდა, ხელმომწერი ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ ფართო განხილვით საზოგადოებას აცნობონ იმ ეკონომიკურ გავლენაზე, რაც ამ ომს საქართველოზე ექნება.

მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს – NGO-ები ხელისუფლებას 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g