განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა.
ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის საელჩოს მადლობას უხდის.
„ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩო.
განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო.
P.S. მალე დაგიბრუნდებით“, – ნათქვამია ტექსტში.