LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გეი არ ვარ“  – სკანდალური უცნობი ვიდეო მაიკლ ჯექსონის დაკითხვის პროცესიდან (ვიდეო)

jackson

გასულ კვირას „სანდენსის“ ფესტივალზე ფილმი „ნევერლენდის დატოვებისას” აჩვენეს. 9 წუთიანი დოკუმენტური ვიდეო მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს ასახავს, რომელიც 1996 წლით თარიღდება.

იურისტები პროცესზე პოპის მეფეს ეკითხებიან, ჰქონდა თუ არა მას სექსუალური ტიპის ურთიერთობა არასრულწლოვნებთან მისივე რანჩოზე. ვიდეოდან ჩანს, რომ მაიკლ ჯექსონს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. ის არაადაეკვატურად იქცევა, სახეზე ხელს იფარებს, იცინის და გაურკვეველ ფრაზებს ამბობს, მათ შორის ფრაზას, „მე გეი არ ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ჯექსონი, არასრულწლოვანებთან საეჭვო კავშირების ბრალდებით, სასამართლოს წინაშე ორჯერ წარსდგა. მას მაკოლეი კალკინთან ურთიერთობაშიც სდებდნენ ბრალს, თუმცა თავად მსახიობი ამას კატეგორიულად უარყოფდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g