პოეტი გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს, თეონა ქუმსიაშვილს, დაბადების დღეს სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით ულოცავს.
დღეს ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელს, თეონა ქუმსიაშვილს 41 წელი შეუსრულდებოდა.
„41-ე დაბადების დღეს გილოცავ იმიერში ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო… ჩემი არსების ნაწილო… უფალმა დაგიმკვიდროს ადგილი სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ…“, – წერს გელა დაიაური.
41-ე დაბადების დღეს გილოცავ იმიერში ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო… ჩემი არსების ნაწილო… უფალმა დაგიმკვიდროს ადგილი სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ…❤️❤️❤️
Posted by გელა დაიაური on კვირა, 26 იანვარი, 2025
თეონა ქუმსიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად 2010 წელს, 22 ივლისს მუცოს ხეობაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
„დიახ, მე 15 წლის შვილი მყავს“ – გელა დაიაურის ემოციური პოსტი
შემთხვევის დროს ჯიპის მარკის ავტომობილი გზიდან გადავიდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა. ავარიას სულ 7 ადამიანი შეეწირა.
გელა დაიაური დაქორწინდა – ვინ არის მისი რჩეული