LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელბახიანი: ძველი წყენა დავივიწყეთ – სააკაშვილს ახლა მძიმე დღეები აქვს, ვალდებული ვარ გვერდში დავუდგე

85
BeFunky-collage (12)

„ჩვენი ძველი წყენა დავივიწყეთ – ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და ბუნებრივია, თანადგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან და მათ შორის, მეც ვალდებული ვარ როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე გვერდში დავუდგე“, – ამის შესახებ ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

როგორც მანვე განაცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი გახდეს.

„შემომითვალა და მისი თანხმობით შევდივარ. მე მასთან ვიდრე დააპატიმრებდნენ რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ჩვენი ძველი წყენა დავივიწყეთ.

ახლა ძალიან მძიმე დღეები აქვს და ბუნებრივია, თანადგომას ითხოვს ყველა ადამიანისგან და მათ შორის, მე ვალდებული ვარ როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე დავუდგე გვერდში და თუ რამეში დასჭირდება ჩემი თავი, ჩემი მომსახურეობა, მე მზად ვარ.

მე გაცნობილი არ ვარ დეტალებში, მაგრამ რასაც ვუსმენ, როგორც იურისტმა შემიძლია ვთქვა, რომ სასაცილოა, მის მიმართ აბსურდული ბრალდებებია,“ – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g