LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელენდვაგენი ბაფთით და უზარმაზარი ტორტი – რონალდომ დაბადების დღის საჩუქრები აჩვენა (ვიდეო)

901
Capture

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ 35 წლის იუბილეზე მიღებული საჩუქრებით მოიწონა თავი.

პორტუგალიელს „გელენდვაგენი“ აჩუქეს, რომელიც დიდ, წითელ ბაფთაში გაახვიეს. ვიდეო რონალდოს ცოლმა ჯორჯინამ გამოფინა. როდესაც კრიშტიანო ქუჩაში გამოჩნდა, ხალხი მხიარულად შეხვდა და პორტუგალიურ ენაზე „გილოცავ დაბადების დღეს“ უმღერეს.

კრიშტიანომ დიდი ტორტის ფოტოც დადო, რომელიც CR7 ლოგოს მიხედვით დაამზადეს. ფოტოზე ის ჯორჯინასთან და კრიშტიანო-უმცროსთან ერთად პოზირებს.

რონალდოს 5 „ოქროს ბურთი“ აქვს და მესის ერთით ჩამორჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები