გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
მოძრაობა 9 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე შეიზღუდება.
მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში, ასევე, მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, 9 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, ტრანსპორტის მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც შეიზღუდება.
გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის მიმართულება არ შეიცვლება და ავტომობილებს გადაადგილება გელოვანის გამზირის გავლით შეეძლებათ.