გემ Hondius-იდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო.
მგზავრებს პორტიდან სამხედრო ავტობუსებით პირდაპირ აეროპორტში გადაიყვანენ, საიდანაც ესპანეთის მთავრობის თვითმფრინავით მადრიდში გაემგზავრებიან. მადრიდში მათ საავადმყოფოში გადაიყვანენ და კარანტინში მოათავსებენ.
ამ ეტაპისთვის სპეციალური ჩარტერული რეისით14 ესპანელი მოქალაქე გადაიყვანეს. ისინი ახლა მადრიდის სამხედრო ჰოსპიტალში სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ჯგუფი, რომლის ევაკუაცია იგეგმება, ფრანგი მოქალაქეები არიან. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გემზე მყოფი ყველა მგზავრი უსიმპტომოა.
შემდეგ ეტაპზე ევაკუაცია გაგრძელდება ნიდერლანდების, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის- მათ შორის ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეებისთვის. ბოლო რეისი ავსტრალიაში ორშაბათს იგეგმება.
მგზავრებს ევალებათ თვითიზოლაცია, რადგან ვირუსს ხანგრძლივი – 9 კვირამდე ინკუბაციური პერიოდი აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) რეკომენდაციას უწევს 42-დღიან კარანტინს.
ცნობისთვის, ინფექციის წყაროდ დასახელებულია არგენტინის სამხრეთით მდებარე ნაგავსაყრელი, სადაც მღრღნელები ვირუსს ავრცელებენ. სპეციალისტების თქმით, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია, თუმცა უკვე დაფიქსირდა სამი გარდაცვალება საკრუიზო გემზე.
