LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გემოს ინსტიტუტის“ პროდუქცია გერმანიაში გაიყიდება – ახალი ქართული საკონსერვო საწარმოს დიდი გეგმები

873
3 copy

„გემოს ინსტიტუტი“ – ასე ჰქვია ახალ ქართულ ბრენდს, რომლის ქვეშაც უმაღლესი ხარისხის საკონსერვო პროდუქცია მზადდება.

„გემოს ინსტიტუტის“ საწარმო თბილისში მდებარეობს და აქტიურ სეზონზე 40-ამდე ადამიანს ასაქმებს. ამ ეტაპზე, კომპანია 12 სხვადასხვა დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის: აჯიკას, საწებლებს, ბოსტნეულის კონსერვებს, კომპოტებს და სხვა..

როგორც „ფორტუნას“ აღნიშნული საკონსერვო საწარმოს დირექტორმა ირაკლი ხუციშვილმა განუცხადა, „გემოს ინსტიტუტი“ როგორც ბრენდი 2019 წელს ჩამოყალიბდა, აქტიურ საქმიანობას კი 2020 წლიდან შეუდგა.

„ჩვენ ვართ პრემიუმ ხარისხის ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი სტანდარტების პროდუქციის წარმოებაზე. რაც შეეხება ფასებს, ჩვენ ბიზნესისთვის არამომგებიანი გადაწყვეტილება მივიღეთ და ვეცადეთ, საფასო პოლიტიკა ლიბერალური, ყველასთვის მისაღები ყოფილიყო. ასე რომ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასები გვაქვს“, – ამბობს ირაკლი ხუციშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე „გემოს ინსტიტუტის“ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში, თუმცა, უახლოეს პერიოდში იგეგმება ევროპის ბაზარზე გასვლაც.

„ვმუშაობთ საექსპორტო მიმართულებით. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გერმანიასთან, სადაც დაახლოებით ერთ თვეში გაიგზავნება ჩვენი ნაწარმი“, – ამბობს „გემოს ინსტიტუტის“ დირექტორი. მისივე თქმით, სამომავლოდ წარმადობის გაზრდა და არსებული პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაც განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g