LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენადი არველაძე – საქართველო გაერთიანებულ სამეფოსთან მიზნად ხანგრძლივი და აქტიური თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს

114
გენა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებების კომიტეტში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პრეზენტაციასა და განხილვის პროცესში მიიღო მონაწილეობა.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მიზნად ისახავს ხანგრძლივი, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2019 წლის 21 ოქტომბერს მოეწერა ხელი, ხოლო ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა. აღნიშნული შეთანხმებით ჩანაცვლდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმება ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ბრექსიტის შემდგომ. დოკუმენტი თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს და სტრატეგიული პარტნიორობისთვის სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის, ამავდროულად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

 

mazda magti 5g