LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors რობო-ტაქსის გამო დღეში 5,5 მილიონ დოლარს კარგავს

53
რობო-ტაქსი

General Motors-ის მფლობელობაში მყოფი სტარტაპი Cruise, რომელიც უპილოტო ტრანსპორტირებითაა დაკავებული, ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. მისი მუშაობის დაწყებიდან დღემდე კონცერნმა 5 მილიარდამდე დოლარი დაკარგა და ხარჯი სულ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მძღოლის გარეშე გადაადგილებისთვის გარკვეული საფასურის მიღებაც დაიწყო, მინუსიდან ამოსვლამდე ძალიან შორი გზაა. უპილოტოს გამო კონცერნი დღეში 5,5 მილიონ დოლარს აგებდა.

ინვესტორები, რომლებიც წარსულში რობო-ტაქსით იყვნენ დაინტერესებული, ახლა სხვა სტრატეგიას ირჩევენ და ფულს ნაკლებად სარისკო პროექტებში აბანდებენ. GM-მა წლის პირველ ნახევარში 900 მილიონი დოლარი იზარალა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 300 მილიონით უფრო მეტია.

მიუხედავად ამხელა ფინანსური დანაკარგისა, მწარმოებლის გენერალური დირექტორი Curise-ზე ისევ დიდ იმედებს ამყარებს. 2030 წლისთვის რობოტიზირებული ტაქსების სფერო მაქსიმალურად განვითარდება და კონცერნს წელიწადში 50 მილიარდი დოლარის მოგებას მოუტანს. მანამდე კი კომპანიას მთელი რიგი ფორმალობების მოგვარება მოუწევს, უნდა გაიზარდოს ასევე ტაქსის ავტონომიური სისტემის მუშაობის დრო და გაფართოვდეს არეალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები