Hyundai–ს პრემიალური შვილობილი ბრენდი Genesis მთლიანად ელექტრონულ კროსოვერს ამზადებს. სიახლის საგზაო გამოცდები უკვე დაიწყო და როგორც მისი ავტორები ფიქრობენ, მან კონკურენცია Tesla Model X–ს უნდა გაუწიოს.
კორეული საავტომობილო გამოცემების ინფორმაციით, მოდელს ჯერ–ჯერობით მხოლოდ კოდური დასახელება – JW EV აქვს. ავტომობილს ერთი დამუხტვით 500 კილომეტრის გავლა შეუძლია და ელემენტის 80%–მდე დამუხტვას ზუსტად 20 წუთი სჭირდება. კომპანიის საწარმოო გეგმის მიხედვით, ყოველ წელს კონვეიერიდან JW EV–ის 22 ათასი ეგზემპლარი უნდა ჩამოვიდეს.
ელექტროქარი მასშტაბურ პლატფორმაზე Electric-Global Modular Platform от Hyundai Motor Group–ზეა აგებული და ამავე პლატფორმაზე აიგება Genesis–ის, Hyundai–სა და Kia–ს სხვა ელექტრონული მოდელებიც.
პრემიალურ ელექტრონულ კროსოვერს ჯერ–ჯერობით არც თუ ისე ბევრი კონკურენტი ყავს და სპეციალისტები Tesla Model X–ის გარდა ასევე – Jaguar i-Pace–ს, Audi e-tron–სა და Mercedes-Benz EQC–ს გამოყოფენ.