LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გენიალური ადამიანი… კიდევ ერთი დიდი სიყვარულისა და სიკეთის დასრულებული ამბავი“ – ექიმი თემურ ძიძიგური გარდაიცვალა

596
Untitled design

ქუთაისში, ცნობილი ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგი თემურ ძიძიგური 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.

ვრცელდება ასევე ვიდეო, თუ როგორ მღერის ის.

მეგობრების თქმით, გარდაცვლილი იყო მუსიკოსი, მხატვარი და სამოქალაქო აქტივისტი.

როგორც “ინფო იმერეთი წერს” თემურ ძიძიგური სიმსივნეს ებრძოდა.

“სიყვარულით და ნიჭიერებით სავსე კაცი….

გარდაიცვალა ჩვენი მხატვართა პლენერ “გამას” ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, საუკეთესო პიროვნება, ექიმი, მომღერალი, მეგობარი, ბატონი თემურ ძიძიგური. წელსაც, მაისის თვეში, მონაწილეობდა პლენერში. ერთი თვის წინ ვესაუბრე, ცუდად, მაგრამ იმედიანად იყო. ბოლო პლენერის შემდეგ, ივნისის თვეში წერილიც მომწერა, ახლა ცრემლით წავიკითხე ეს წერილი… მითხრეს, რომ ამ დროს უკვე ავად იყავი”.

“ისე გავიყინე ვერაფერს ვწერ, მხოლოდ ცრემლებით ვიხრჩობი”.

“კიდევ ერთი დიდი სიყვარულისა და სიკეთის დასრულებული ამბავი”

“სიმღერაზე, მეგობრებზე, პროფესიაზე, ქუთაისზე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული”, – წერენ ექიმის მეგობრები სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g