ძალიან ბევრი ემოცია შევძინე გულშემატკივარს, ახლაც ვეცდები, რომ ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ მაგარ გუნდს , – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა განაცხადა.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.
„თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს სამშობლო და ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
სპორტი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის და ყოველთვის იქნება, უბრალოდ, ახლა მაქვს პერიოდი, რომ ტრავმები მოვიშუშო.
პარლამენტში ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. ვეცდები, რომ ჩემ გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთო ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, დევნილებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის.
ჩვენი გზა არის მხოლოდ ევროპა მშვიდობით და ღირსებით“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ოცეულის მეათე ნომრად ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი დაასახელა.
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან