LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways: მიუხედავად შეზღუდვებისა, თბილისი-ამსტერდამის ავიარეისები არ გაუქმდება

105
07de1368303c9802c2890f2299851723-XL

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს მოქალაქეების შესვლა იზღუდება, ავიაკომპანია Georgian Airways-ში აცხადებენ, რომ თბილისი-ამსტერდამი-თბილისის საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული ავიარეისების განხორციელებას არ შეაჩერებენ.

“ჰოლანდიის მთავრობის მიერ, 27 ოქტომბერს გამოცემულ ახალ NOTAM–თან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ჯორჯიან ეარვეისი განახორციელებს ყველა რეგულარულ რეისს. ფრენები არ გაუქმდება. მგზავრებს, რომლებმაც შეიძინეს ბილეთები ამსტერდამის მიმართულებით და ეკრძალებათ მოგზაურობა ნიდერლანდებში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენს გაყიდვების ოფისებს და მოითხოვონ თარიღის უფასო ცვლილება, ან გადაჯავშნა სხვა მიმართულებაზე (სადაც მათ შესვლის უფლება ექნებათ). NOTAM მოქმედებს 10 ნოემბრამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ დროიდან, წესები შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ გთხოვთ, გაეცნოთ ქვეყანაში შესვლის რეგულაციებს. ჩვენი ფრენების განრიგი არ შეიცვლება, მისი ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ – გვერდზე. დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც Georgian Airways ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g