ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან გარკვეული მიმართულებების განახლებაზე და ახალი მიმართულებების დამატებაზე მუშაობს. როგორც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, ივნისიდან ავიაკომპანია ბერლინის, ლარნაკას და მილანის (ბერგამო) მიმართულებებს ამატებს.
წინასწარი ინფორმაციით, Georgian Airways ბერლინის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ასევე კვირაში 2 სიხშირით ემატება რეისები მილანის მიმართულებითაც. რაც შეეხება Georgian Airways-ის კიდევ ერთ ახალ მიმართულებას, ლარნაკას, თბილისი-ლარნაკა-თბილისის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში 2 სიხშირით გეგმავს ფრენებს.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია ასევე მუშაობს ბრიუსელის, პრაღის, რომის მიმართულებების დამატებაზეც.
წყარო: avianews.ge