LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways თბილისიდან კიდევ 2 ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს

59

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ 2 ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ფრენები საბერძნეთის მიმართულებით, კერძოდ ათენსა და სალონიკში შესრულდება.

ათენისკენ ავიამიმოსვლა 2018 წლის 26 მარტიდანდაიწყება და კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კი 186 ევროდან იწყება. რაც შეეხება სალონიკს, აქ ფერენების შესრულებას ქართული ავიაკომპანია 28 მარტიდან დაიწყებს, ორმხრივი ავიაბილეთის საწყისი ფასი 167 ევროა. ფრენები აქაც კვირაში ორჯერ შესრულდება.

გარდა ამისა, მარტის თვეშივე, კერძოდ 25 მარტიდან Georgian Airways ბარსელონას და ბოლონიის მიმართულებითაც იფრენს. თბილისი-ბარსელონა-თბილისი – პირდაპირი ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება; თბილისი-ბოლონია-თბილისი კი – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.

ცნობისთვის, 2018 წლის გაზაფხულზე ქართულ ავიაკომპანიას ევროპის რამდენიმე უმსხვილესი ქალაქისკენ აქვს დაანონსებული ფრენების შესრულება, მათ შორის: პარიზის, ბარსელონას, ბერლინის, ბრიუსელის და ბოლონიის მიმართულებით .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები