კლინიკურად დასტურდება, რომ ნავალნის სხეულში მომწამვლელი ნივთიერებებია აღმოჩენილი. ამის შესახებ ბერლინის საავადმყოფოში განაცხადეს, სადაც ამჟამად რუსი ოპოზიციონერი მკურნალობს.
გერმანელი ექიმების განცხადებით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა არა სიცოცხლისათვის საშიში.
აღნიშნულს ცოტა ხნის წინ, ტვიტერზე გამოეხმაურა ალექსეი ნავალნის სპიკერი.
“გერმანული კლინიკის ექიმები ადასტურებენ, რომ ნავალნი მოწამლულია ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის ჯგუფის ნივთიერებით. ალექსეის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის კვლავ კომაშია. პროგნოზები ჯერ არ კეთდება”.- წერს კირა იარმიში.
