LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელი მეცნიერები ცხოველებს კოსმოსიდან დააკვირდებიან, რათა ბუნებრივი კატასტროფები იწინასწარმეტყველონ

111
3510

გერმანიაში მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ შინაურ თუ გარეულ ცხოველებს კოსმოსიდან დააკვირდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ ცხოველების ქცევის ცვლილება შესაძლოა მოსალოდნელ მიწისძვრას ან ვულკანის ამოფრქვევას უკავშირდებოდეს. სიახლის შესახებ The Guardian წერს.

ძაღლებს, თხებს, ჩიტებს და მწერებს მინიატიურული გადამცემებით აღჭურავენ. შესაბამისი მონაცემები 6 თანამგზავრზე გაიგზავნება და მათი გაშვება უკვე მომავალი წლიდან იგეგმება. თანამგზავრული კავშირის დამსახურებით ცხოველებისგან მიღებული სიგნალი გზაში არ დაიკარგება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ იტალიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ გარეულ ცხოველებს ვულკანის ამოფრქვევის წინასწარმეტყველება შეუძლიათ: ეტნას ამოფრქვევამდე ცოტა ხნით ადრე, თხები ძალიან აღგზნებულად იქცეოდნენ და ჩვეულ ადგილებს არიდებდნენ თავს.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ცხოველები ტექტონიკურ ნიადაგში ცვლილებას გრძნობენ, რაც კატასტროფის ამოცნობის წინა პირობა შესაძლოა გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები