LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია ფოიერვერკის საჯაროდ გამოყენების აკრძალვას განიხილავს

146
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-03T182141.188

სამაშველო სამსახურზე პიროტექნიკით თავდასხმების შემთხვევის შემდეგ, გერმანია ფოიერვერკის საჯაროდ გამოყენების აკრძალვას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ოფიციალური მონაცემებით, ბერლინში 33 პოლიციის ოფიცერი და მეხანძრე დაზიანდა.

გერმანიაში ბოლო 2 წლის განმავლობაში, პიროტექნიკის გაყიდვები აკრძალული იყო, რადგან პანდემიის პერიოდში საავადმყოფოების გადატვირთვა თავიდან აერიდებინათ.

წელს, ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანების უჩვეულოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, მათ შორის იყო ფატალური შემთხვევაც.

ინციდენტს გერმანიის კანცლერიც გამოეხმაურა, რომელმაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიმართ თავდასხმა დაგმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g